შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების დევნის ოპერაციის დროს სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი დაიღუპა.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილია სპეცდანიშნულების რაზმის 5 თანამშრომელი.
რაც შეეხება დივერსანტთა ჯგუფს, უწყების ცნობით, ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ამჟამად, ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი და მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება.
შს და თავდაცვის სამინისტროები მწუხარებას გამოთქვამენ და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებენ.
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, შეიარაღებული ჯგუფის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღესტნიდან დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 5 პირის გარდა, მძევალთა კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა.
მათ გასათავისუფლებლად ინტენსიური სროლა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
