ბათუმში პოლიციელი ყელის არეში დაჭრეს
ბათუმში პოლიციელი ყელის არეში დაჭრეს
10:24 19.12.2019
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ "პლაზასთან", პოლიციელი ყელის არეში დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველს ქუჩაში მამაკაცი დაესხა თავს და ბლაგვი საგნით დაჭრა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ბეჭდვა