საქართველო-რუსეთის საზღვარზე შსს შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაციას ახორციელებს
საქართველო-რუსეთის საზღვარზე შსს შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაციას ახორციელებს
10:06 29.08.2012
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, შეიარაღებული ჯგუფია აღმოჩენილი.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, უწყება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაციას ახორციელებს.

„შსს-ს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით იქნება ინფორმირებული“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბეჭდვა