სხდომათა დარბაზში მოწამლული ადამიანების შესახებ პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
სხდომათა დარბაზში მოწამლული ადამიანების შესახებ პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
15:22 12.12.2019
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სხდომის მიმდინარეობის დროს გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

შეუძლოდ გახდნენ დეპუტატები ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა და კობა ლურსმანაშვილი. დაშავდა ასევე პარლამენტის აპარატის 2 თანამშრომელი- ირაკლი მიქაძე და ციური როსტომაშვილი, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.

დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ.

პარლამენტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

ბეჭდვა