ლაფანყურის ტყეში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს
ლაფანყურის ტყეში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს
14:16 28.08.2012
კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის ტყიდან გაუჩინარებული ხუთივე ახალგაზრდა ნაპოვნია.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მათ სამართალდამცავებმა მიაკვლიეს. ძებნა ვეტმფრენებითაც მიმდინარეობდა.

ხუთი 25 წლამდე ასაკის მამაკაცი თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურიდან 4 კილომეტრის მოშორებით, დასასვენებლად ტყეში იყვნენ წასული. თუმცა, მათი კვალი 26 აგვისტოს დღის 16:00 საათიდან გაქრა.

სოფელ ლაფანყურის ტყე დაღესტანს ესაზღვრება.

ბეჭდვა