პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 168 პატიმარი ციხეებს დაახლოებით, 14:00 საათისთვის დატოვებს
პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 168 პატიმარი ციხეებს დაახლოებით, 14:00 საათისთვის დატოვებს
12:52 28.08.2012
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გამოსვლას დაახლოებით, 14:00 საათისთვის დაიწყებენ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ აღნიშნა, შეწყალებულ პატიმრებს შორის რამდენიმე ქალია, ხოლო არცერთი არასრულწლოვანი. სულ 168 პატიმარი თავისუფლდება.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის პატიმრების საბუთების მოწესრიგება მიმდინარეობს, შესაბამისად, ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გამოსვლას საათნახევრის განმავლობაში ვერ შეძლებენ.

შეწყალებული 168 მსჯავრდებულის გათავისუფლების პროცესი მთელი დღის განმავლობაში, ეტაპობრივად განხორციელდება. შესაბამისად, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულები მარიამობას ოჯახებში აღნიშნავენ.

შეწყალების სახელმწიფო კომისიის სხდომა 23 აგვისტოს გაიმართა. კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 100-ზე მეტ პატიმარზე გასცა. მათ შორის, 14 ქალი და ერთი არასრულწლოვანი იყო.

ბეჭდვა