"სუხიშვილებსა" და "რუსთავის" ანსამბლებს შორის ცეკვა "ჯუთასთან" დაკავშირებული დავა შეთანხმებით დასრულდა.
საავტორო უფლებათა ასოციაციის" თავმჯდომარე, გიგა კობალაძემ დღეს სპეციალური კომისიის დასკვნა წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, "ჯუთას" ელემენტები "რუსთავის" მოცეკვავეებმა ერთხელ მართლაც გამოიყენეს.
კობალაძის ინფორმაციით, ანსამბლი "რუსთავი" შემდგომში ცეკვის ელემენტების გამოყენებას არ აპირებს, რითაც ანსამბლებს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა.
"სუხიშვილებისა" და "რუსთავის" ანლამბლებს შორის დავა ცეკვა "ჯუთას" ელემენტების გამოყენების გამო, მიმდინარე წლის იანვარში წარმოიშვა.
ანსამბლ "რუსთავის" წევრებმა ოდესაში გასტროლის დროს, ტრადიციული მთიულური ცეკვის დროს, "ჯუთას" რამდენიმეწამიანი ელემენტი გამოიყენეს.
ანსამბლებს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა და მისი სასამართლოში გასაჩივრება არ მოხდება.
