მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს დაახლოებით 12:00 საათისთვის პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განუცხადა.
შეწყალების სახელმწიფო კომისიის სხდომა 23 აგვისტოს გაიმართა. კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 100-ზე მეტ პატიმარზე გასცა. მათ შორის, 14 ქალი და ერთი არასრულწლოვანია.
