გარდაბანში, ჯანდარის ტბაზე, ორ მამაკაცს ეძებენ
გარდაბანში, ჯანდარის ტბაზე,  ორ მამაკაცს ეძებენ
15:54 02.12.2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე, ორ მამაკაცს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები ჯანდარაში სანადიროდ ჩავიდნენ, ტბაში ნავით შევიდნენ და ძლიერი ქარის შემდეგ გაუჩინარდნენ.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ჯგუფები. ასევე ცნობილი ხდება, რომ ჯანდარის ტბაზე სამძებრო სამუშაოებში ვერტმფერნიც ჩაერთო.
ბეჭდვა