4 დაჭრილი და ერთი გარდაცვლილი –გვარებს შორის დაპირისპირება პანკისში
4 დაჭრილი და ერთი გარდაცვლილი –გვარებს შორის დაპირისპირება პანკისში
15:49 27.11.2019
პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა 4.
პანკისის ერთ-ერთი მცხოვრების, რამზან გორგიშვილის, თქმით, სოფელ საკობიანოში ორ გვარს, მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის დაპირისპირების მიზეზი სავარაუდოდ წარსულში არსებული კონფლიქტი, ასევე ჰესის საკითხთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა.

"გვარებს შორის იყო დაპირისპირება. 4 დაშავებულია, ერთი დაღუპული. საკობიანოში მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის დაპირისპირების მიზეზი პირადი უთანხმოება და ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები იყო"-განაცხადა რამზან გორგიშვილმა.

შეგახსენებთ, თანასოფლელებს შორის დავა "ხადორი3 "-ის საკითხზე ჯერ კიდევ შვიდი თვის წინ დაიწყო. მოსახლეობის პროტესტის შემდეგ "ხადორი3" -ის მშენებლობა 21 აპრილს შეჩერდა.

ბეჭდვა