ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულების მშენებლობა მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოები დღეს პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა დაათვალიერეს.
კალმახელიძის თქმით, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოებში 200-მდე ადგილობრივია ჩართული, თუმცა, პროექტის ფარგლებში სულ 1600 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.
მინისტრის განმარტებით, ლაითურის დაწესებულება ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება.
„მნიშვნელოვანია, რომ ახალი დაწესებულების ამოქმედების შედეგად სასჯელაღსრულების 4 ძველი დაწესებულება დაიხურება“-აღნიშნა კალმახელიძემ.
მისივე განმარტებით, ლაითურის დაწესებულების მშენებლობის პროცესში საქართველოში წარმოებული სამშენებლო მასალა და ტექნიკა გამოიყენება.
