მებაჟე-ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი და ჰაშიში აღმოაჩინეს
მებაჟე-ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი და ჰაშიში აღმოაჩინეს
14:58 23.11.2019
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის დ.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტობუსის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებები: 149 გრამი კოკაინი და 64 გრამი ჰაშიში გამოავლინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზბეგის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს გადაეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ბეჭდვა