ჟინვალის რწმუნებულის ბესიკ ბუზალაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს განმარტებით, ეჭვმიტანილი - დუშეთში მცხოვრები ზურაბ ბადაგაძე, რომელიც პოლიციაში თავისი ნებით გამოცხადდა, აცხადებს, რომ ბუზალაძე შელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი, არარეგისტრირებული ნაგანის სისტემის იარაღით მოკლა, მკვლელობის იარაღი კი, მდინარეში გადააგდო.
ფაქტზე მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბუზალაძე პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ბიჩნიგაურში გუშინ გარდაცვლილი იპოვეს.
