ჟინვალის რწმუნებულის მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია
ჟინვალის რწმუნებულის მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია
12:15 27.08.2012
ჟინვალის რწმუნებულის ბესო ბუზალაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე ცნობილია. მოქალაქე ზურაბ ბადაგაძე პოლიციის სამმართველოში საკუთარი ნებით გამოცხადდა.

როგორც „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მან დანაშაული აღიარა.

ბადაგაძის განმარტებით, ის და ბუზალაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეგობრობდნენ. ისინი ერთად იმყოფებოდნენ სუფრაზე, რომლის შემდეგაც შელაპარაკება მოუვიდათ. შედეგად კი, ბადაგაძემ იარაღი გამოიყენა და რწმუნებული მოკლა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბეჭდვა