ჟინვალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბესო ბუზალაძე მოკლული იპოვეს
ჟინვალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბესო ბუზალაძე მოკლული იპოვეს
11:46 27.08.2012
დუშეთის რაიონის დაბა ჟინვალში მკვლელობა მოხდა.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, დაუდგენელი პირის მიერ მოკლულია ჟინვალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბესო ბუზალაძე.

ბესო ბუზალაძე 42 წლის იყო. მომხდარის შესახებ ჯერ კომენტარს არ აკეთებენ ოჯახის წევრები.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს მცხეთა – მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

ბეჭდვა