მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს მიმდებარედ ტყეში გაჩენილ ხანძარს 50-მდე მეხანძრე ებრძვის
მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს მიმდებარედ ტყეში გაჩენილ ხანძარს 50-მდე მეხანძრე ებრძვის
13:43 19.11.2019
მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოს მიმდებარედ, ტყის მასივი იწვის.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მთის ფერდობზე, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

„რთული რელიეფის გამო, ადგილზე ვერ ხერხდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა. მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალი ძალა. 50-მდე მეხანძრე-მაშველი სოფელ სალხინოში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.

მიმდინარეობს დაკვალიანებული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები“-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ბეჭდვა