თელავის რაიონში ალპურ ზონაში ხანძარია
თელავის რაიონში ალპურ ზონაში ხანძარია
16:21 13.11.2019
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ართანასა და ფშაველში, ალპურ ზონაში ხანძრის კერები შეინიშნება.
ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„კახეთში, სოფლებთან - ართანასა და ფშაველთან, ალპურ ზონაში შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა. ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ართანასთან მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სხვა კერებზე ტარდება მონიტორინგის სამუშაოები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები საჭირო რეაგირებისთვის მზად არიან.

ამ დროისთვის, ხანძრის ტყის მასივზე ან სოფლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს“-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.


ბეჭდვა