სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა
11:29 13.11.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და ადმინისტრაციის უფროსი ნანა ბერიძე.

სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულიბას ევროკავშირის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობის შესაბამის ფორმატებში და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.
ბეჭდვა