სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
10:40 13.11.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდისთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე.

სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს.
ბეჭდვა