წყალტუბოს რაიონის სოფელ ნამოხვანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
წყალტუბოს რაიონის სოფელ ნამოხვანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
16:17 12.11.2019
წყალტუბოდან 30 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ნამოხვანთან არსებულ ტყის მასივში მეხანძრე-მაშველების მუშაობის შედეგად ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოებს რთული რელიეფი ართულებს.

სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია იმერეთის მთავარი სამმართველოს 25 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ხანძრის კერებთან მისასვლელად ფეხით დაახლოებით 10 კილომეტრ მანძილზე გადაადგილდებოდნენ.

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. დამწვარია ბალახი და ეკალ-ბარდი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ბეჭდვა