მებაჟე ოფიცრებმა რუსეთის მოქალაქეს არადეკლარილებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს
მებაჟე ოფიცრებმა რუსეთის მოქალაქეს არადეკლარილებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს
17:55 11.11.2019

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების

სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ნ.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 6181.88 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (62.6 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 6181.88 ლარის ოდენობით შეეფარდა.


 

ბეჭდვა