აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს 6000 ღერი არადეკლარილებული სიგარეტი შემოჰქონდათ
აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს 6000 ღერი არადეკლარილებული სიგარეტი შემოჰქონდათ
17:25 11.11.2019
საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“ და „ლაგოდეხი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

სგპ „ლაგოდეხში“ მომხდარი ფაქტების გამო, საქართველოს მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებსაც ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ბეჭდვა