ახალგორიდან გატაცებული მამაკაცი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს
ახალგორიდან გატაცებული მამაკაცი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს
17:13 08.11.2019
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 28 წლის ზაქრო
ბუთხუზი გაათავისუფლა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მცხოვრები ზაქრო ბუთხუზი 6 ნოემბერს, საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ვენახში, ძმასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც იგი რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ზაქრო ბუთხუზი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში დამნაშავედ ცნეს და ჯარიმა დააკისრეს.

საქართველოში საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას.

ბეჭდვა