მებაჟეებმა 212,471 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
მებაჟეებმა 212,471 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
17:01 06.11.2019
საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და თუქეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავში, არადეკლარირებული პარფიუმერული და ელექტრო საქონელი აღმოაჩინეს.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 212,471.04 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ბეჭდვა