სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
13:35 06.11.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში

საფრანგეთის ელჩთან, დიეგო კოლასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები - შენგელი ფიცხელაური, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და გიგა ნიკოლეიშვილი ესწრებოდნენ.

სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საფრანგეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას და სამომავლო გეგმებს. გრიგოლ ლილუაშვილმა და დიეგო კოლასმა მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს და ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

ბეჭდვა