სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
15:16 01.11.2019
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის მ.ჰ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხეულზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, 8323.59 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (100.26 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

აღნიშნული საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ბეჭდვა