საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა - გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა - გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინა
11:25 01.11.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა - გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან, ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - კონიაკი და არაყი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 17 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბეჭდვა