თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 10 სექცია ამოქმედდა
თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 10 სექცია ამოქმედდა
16:27 30.10.2019
საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ქ. თბილისის და ქვემო ქართლის რეგიონში ათ ლოკაციაზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის სექციები ამოქმედდა:

1. ქ. თბილისი ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა (ზაჰესის მოედანი) 3+200 კილომეტრიდან - ქ. თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

2. ქ. თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრიდან - ქ. თბილისი ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა (ზაჰესის მოედანი) 3+200 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

3. ქ. თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 - თბილისი გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

4. თბილისი გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრიდან - ქ. თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

5. თბილისი გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრიდან - მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

6. მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრიდან - თბილისი გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

7. თბილისი გლდანის გადასახვევიდან (ხოჭოს ტბის ქუჩა) - მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

8. მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრიდან - თბილისი გლდანის გადასახვევამდე (ხოჭოს ტბის ქუჩა). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

9. მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრიდან - ლოჭინის კვანძი 34+350 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

10. ლოჭინის კვანძი 34+350 კილომეტრიდან - მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

შსს-ს ინფორმაციით, სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 794 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

ბეჭდვა