ეროვნული არქივი და "ფოტოსამყარო" ერთობლივ პროექტს იწყებენ
ეროვნული არქივი და "ფოტოსამყარო" ერთობლივ პროექტს იწყებენ
13:58 02.03.2012
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი შპს "ფოტოსამყაროსთან" ერთად, ფოტომოყვარულებს ახალ მომსახურებას სთავაზობს.

როგორც "ნიუსპრესს" ეროვნული არქივიდან აცნობეს, ერთობლივი პროექტის - "ეროვნული არქივის ფოტოსამყარო" ფარგლებში, საარქივო ფონდში დაცული ფოტოების დაბეჭდვის მსურველებს შეეძლებათ ფოტოები ეროვნული არქივისა და "ფოტოსამყაროს" ვებ-გვერდებზე მოიძიონ, ბეჭდვა კი - პირდაპირ "ფოტოსამყაროს" შეუკვეთონ.

შესაბამის მემორანდუმს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და შპს "ფოტოსამყაროს" ხელმძღვანელმა მიხეილ ჭოხონელიძემ მოაწერეს ხელი.

ეროვნული არქივის ფოტოსაცავში 340 000-ზე მეტი ფოტოდოკუმენტია, რომელიც მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე პერიოდს მოიცავს.



ბეჭდვა