გოგა გულორდავა: ან დადასტურდება, რომ მაღალჩინოსნები ბიზნესმენს ემუქრებოდნენ ან ხაზარაძეს მოუწევს პასუხისგება ცრუ დასმენაზე
17:55 22.10.2019
,,მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ხაზარაძე თვეების განმავლობაში ხმამაღალი
განცხადებებით ადანაშაულებდა ხელისუფლებას და ამბობდა, რომ უნდა დასრულდეს ის კაგებეშნიკური მეთოდები, როდესაც ადამიანს თავს ლაფს დაასხამ და საქმეს თაროზე შემოდებ. ახლა ვხედავთ, რომ ეს საქმე თაროზე არ შემოიდება და აუცილებლად დასრულდება. გამოძიების შედეგად, ან დადასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ბოროტად იყენებდნენ უფლებამოსილებას და ბიზნესმენს ემუქრებოდნენ, ან გამოძიება შეასრულებს თავის ვალდებულებას და დაადგენს, რომ ეს არის ტყუილი, ცილისწამება, საქმე ცრუ დასმენის მუხლით წარიმართება და ხაზარაძეს მოუწევს პასუხისგება ცრუ დასმენაზე“, - მის შესახებ გოგა გულორდავამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მასალების წარმოდგენის თაობაზე განაცხადა.