საქალაქო სასამართლოში იმიტირებული პროცესი გაიმართა
საქალაქო სასამართლოში იმიტირებული პროცესი გაიმართა
13:41 02.03.2012
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლო პროცესში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სკოლის დირექტორები და მანდატურები უშუალოდ ჩაერთვნენ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და მძიმე კატეგორიის დანაშაულში ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს.
2010 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შევიდა, რომლის საფუძველზეც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამოქმედდა.
კოდექსის თანახმად, ნაფიცი მსაჯულების შერჩევა სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზიდან, 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მიერ განსაზღვრული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხდება.
კანონმდებლობის თანახმად, საქმის განხილვაში 12 ძირითადი და არანაკლებ 2 სათადარიგო მსაჯული მონაწილეობს.

ბეჭდვა