ანრი ოხანაშვილი: თუ ვინმე ცდილობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესის დისკრედიტაციას, ეს არის იერიში სახელმწიფო ინტერესებზე
ანრი ოხანაშვილი: თუ ვინმე ცდილობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესის დისკრედიტაციას, ეს არის იერიში სახელმწიფო ინტერესებზე
13:33 15.10.2019
"ჩვენ ვართ მომსწრე ისტორიული პროცესის, როდესაც განვიხილავთ სრულიად ახალი ფორმით, მაქსიმალური გახსნილობით და მაქსიმალურად გამჭვირვალედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრებას. ეს ისტორიული პროცესი შედგა", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ეს არის საზოგადოებრივი პროცესი, რადგან საზოგადოებას აქვს სრული შესაძლებლობა, პირდაპირ ეთერში მიადევნოს თვალი და მონიტორინგი გაუწიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. მისივე შეფასებით, "ქართული ოცნების" სახელისუფლებო გუნდის დაპირება, რომ ეს პროცესი იქნებოდა მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი იქნებოდა დაინტერესებული მხარეების სრული ჩართულობა, შესრულდა.



ბეჭდვა