შეწყალების სახელმწიფო კომისია 203 პატიმრის საქმეზე იმსჯელებს
შეწყალების სახელმწიფო კომისია 203 პატიმრის საქმეზე იმსჯელებს
14:19 23.08.2012
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის წევრები იკრიბებიან. როგორც სხდომის დაწყების წინ კომისიის წევრმა მარიკა ვერულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმის გამო, რომ შეკრება წინასაარჩევნოდ იმართება, დღევანდელი სხდომის მიმართ საზოგადოების მხრიდან სხვა მოლოდინი არსებობს.

„მე პირადად რეკომენდაციას მკვლელებს, განზრახ დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს, ნარკოტიკების რეალიზატორებს და გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულებს არ მივცემ. გამიხარდება მარიამობას სახლში შეხვდნენ ისინი, ვინც სასჯელს მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიან“ - განაცხადა ვერულაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის წევრები დღეს 203 პატიმრის საქმეს განიხილავენ, მათ შორის 9 არასრულწლოვანის და 25 ქალბატონის საქმეა.

წინასწარი ინფორმაციით, შეწყალებულთა სიაში ის პატიმრები მოხვდებიან, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, ასევე, ისინი, ვისაც დადებითი რეკომენდაცია აქვთ და პატიმრობის პერიოდში კარგი ყოფაქცევით გამოირჩევიან.

კომისია სარეკომენდაციო სიას პრეზიდენტს გადაუგზავნის, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ბეჭდვა