შინაგან საქმეთა მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების თემაზე გამართულ შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების თემაზე გამართულ შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა
11:29 04.10.2019
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 3-4 ოქტომბერს ქ. ბათუმში მიმდინარეობს რეგიონული უსაფრთხოების თემაზე ბრიფინგი გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიმართა და რეგიონის უსაფრთხოების აქტუალური საკითხები მიმოიხილა.

ბრიფინგში მონაწილეობა მიიღო ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტემიოლერმა, და ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ თავის სიტყვაში შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ნატოსა და საქართველოს, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორს შორის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებისთვის.

ბეჭდვა