ვარკეთილში, მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე დაკავებულ
5 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულებს ბრალად ტელეფონის ქურდობა ედებათ.
ბრალდებულების ადვოკატები არ ეთანხმებიან საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას აპირებენ. დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 23 სექტემბერს გადავარდა. ის ადგილზე დაიღუპა.
პოლიციამ კი 6 პირი გუშინ დააკავა. დანაშაული 2-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
