გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი
გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორების გამოკითვა უკვე დასრულდა.
დაკითხვა პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საქმეზე მიმდინარეობდა.
დღეს უწყებაში გიორგი ტალახაძე, გიორგი მიროტაძე და ლაშა ხურცილავა მივიდნენ. როგორც გიორგი მიროტაძემ აღნიშნა, ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
გამოკითხულები კომენტარს არ აკეთებენ, მათი თქმით, გაუთქმელობას მოაწერეს ხელი.
დღემდე გამოიკითხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ანგი ხუციშვილი.
