20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
12:20 28.09.2019
20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული შსს-ს თანამშრომელი, ლევან იმერლიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გუშინ ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს 10 000 ლარიანი გირაო დააკისრა.

დაცვის მხარემ განაჩენის შეცვლის მიზეზად ბრალდეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით დააკავეს.
ბეჭდვა