ვახტანგ გომელაური საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა
ვახტანგ გომელაური საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა
18:48 25.09.2019
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში იაპონიის ელჩს – ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.
ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საზოგადოებრივ - ე.წ. "Gრასს ღოოტ" პროექტების ფარგლებში იაპონიის მხარის მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერისთვის.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობას იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (ჟIჩA), რომლის ფარგლებშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს ყოველწიურად უტარდებათ გადამზადების კურსები, კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით.
როგორც ელჩმა განცხადა, იაპონიის მხარე მზად არის, კვლავ განაგრძოს სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარება.
ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სანაპირო დაცვის ინსტიტუციური განვითარების კუთხით უმსხვილეს იაპონურ კომპანია "ნიპონთან" (Nიპპონ) ურთიერთობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. იაპონიის ელჩმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.
ბეჭდვა