ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს მიმართავს
ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს მიმართავს
19:00 24.09.2019
პარლამენტში, ანრი ოხანაშვილმა კითხვის დასმამდე მოსამართლეობის კანდიდატს მიმართა, რომ ამ დღეებში იწერება საქართველოს პარლამენტში, კერძოდ კომიტეტში ისტორიული მნიშვნელობის ფურცლები, და ისტორიულ პროცესს ადევნებს ჩვენი საზოგადოება თვალს, როდესაც მოქმედ მოსამართლეს ჩვენ ვეკითხებით და ჩვენ გვინდა გავიგოთ მისი მსოფლმხედველობა, მისი სამართლებრივი ლოგიკა, აზროვნება. ჩვენ ხშირად ვართ კრიტიკულები და ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება თითოეულ ჩვენგანს. მისი თქმით, ეს არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ბუნებრივი მოვლენა და თქვენც, თქვენს კოლეგებს, ვინც აქ მოვლენ, მოქმედ მოსამართლეებს, ვფიქრობ გაქვთ ისტორიული შანსი, რას უპასუხებთ იმ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოების ნაწილს, იმ კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს. მე მაინტერესებს ასევე თქვენი პასუხი ამ კრიტიკულ ნაწილთან მიმართებაში როგორი იქნება, რა გამოწვევების წინაშეა სასამართლო, პირადად თქვენ და ეს კრიტიკა რამდენად ლეგიტიმურია? თქვენ გაქვთ ახლა შესაძლებლობა ჩვენს საზოგადოებას გასცეთ პასუხი და წარმოაჩინოთ თქვენი ლოგიკა თქვენი აზროვნება და ჩვენ შემდეგ გვექნება შესაძლებლობა შევაფასოთ რა ხდება დღეს, რატომ არის ეს განწყობა ზოგიერთ ამ ნაწილში, არტომ არის თქვენს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რას უპასუხებთ საზოგადოებას, რა არგუმენტები გაქვთ, იმიტომ ,რომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ შემდგომ რომელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. ეს დამოკიდებულია აქ თქვენს გამოსვლაზე.

ამის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ დასვა კითხვები. კერძოდ მისი შეკითხვა შეეხებოდა მოსამართლის კანდიდატის დამოკიდებულებას სამართლისა და სამართლიანობის განცდასთან მიმართებაში, -„ფიქრობთ თუ არა თქვენ, რომ სამართლიანობის განცდა არის უმთავრესი? და თუ თქვენ ასე ფიქრობთ, მაშინ მიპასუხეთ, თუკი თქვენ მოგიწევთ ჭიდილი სამართლიანობასა და კანონიერებას შორის, რომელს მიანიჭებთ უპირატესობას? უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის, რომელი უნდა იყოს ამოსავალი და რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა?

მან მერაბ გაბინაშვილს კითხა თვის სამოსამართლო პრაქტიკის პერიოდში აქვს თუ არა განსხავებული აზრი დაწერილი?



მიღებული პასუხის შემდეგ ანრი ოხანაშვილმა კანდიდატს სამართლებრივი შეკითხვა დაუსვა, კერძოდ, კითხვა შეეხებოდა კონკრეტულ შემთხვევას, როდესაც შეიარაღებული პირთა ჯგუფი შევიდა კონკრეტული პირების დასაყაჩაღებლად სახლში, „სახლში შესვლისას მათ გაიგეს ხმაური და დაინახეს რომ საწოლში იწვა ადამიანი. მათ ჩათვალეს რა რომ ეს ადამიანი შესაძლოა გამოფხიზლებულიყო და შესაძლებელია ის იყო ცოცხალი, მათ მოხდინეს მისი მისამართით გასროლა. რეალურად სასამართლო ექსპერტიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი იყო გარდაცვლილი მანამდე.

კვალიფიკაცია ამასთან მიმართებაში იყო განზრახ მკვლელობის მცდელობა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?“

ანრი ოხანაშვილი ასევე დაინტერესდა რამდენად იცნობს კანდიდატი საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას. სევე ეთნხმება თუ არა ის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-10 ნაწილს, რომელიც უკავშირდება მტკიცებულების, ნივთის, საგნის, ნივთიერების პირველადი გამოკვლევის უფლებას. –„ზოგადად რას ფიქრობთ, რამდენად კონსტიტუციურია, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაყენებული შუამდგომლობით მოპოვებული მტკიცებულების - ნივთის, საგნის პირველადი გამოკვლევის უფლება რომ აქვს ბრალდების მხარეს და არა დაცვის მხარეს? რას ფიქრობთ ამაზე?“ -იკითხა ანრი ოხანაშვილმა.
ბეჭდვა