ვახტანგ გომელაური ირანის ელჩს შეხვდა
ვახტანგ გომელაური ირანის ელჩს შეხვდა
13:01 24.09.2019
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ირანის რესპუბლიკის ელჩს - სეიედ ჯავად ყავამშაჰიდის შეხვდა.

მხარეებმა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასა და ამ სფეროში თანამშრომლობის მარეგულირებელი შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და ელჩმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები.
ბეჭდვა