ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა გაიმართა
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა გაიმართა
18:23 15.09.2019
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დასრულდა.

შეხვედრაში, რომელიც სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში გაიმართა, მონაწილეობა პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრებმა, ოპოზიციური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მიიღეს.​

ძირითადი თემა 2020 წლის პროპორციული არჩევნები იყო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო განხილვები 13 სექტემბერს დაიწყო. პირველი შეხვედრა თელავში გაიმართა.
ბეჭდვა