ქუთაისში, სავარაუდოდ, გაუპატიურების მიზნით, ქალს თავს რამდენიმე მამაკაცი
დაესხა.
შემთხვევა გვიან ღამით, ხარებავას ქუჩაზე მოხდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქალმა პატრულის გამოძახება მოასწრო.
პოლიციამ მომხდარზე ერთი მამაკაცი დააკავა.
21 წლის გოგონა სახლში ქირით მარტო ცხოვრობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბინაში რამდენიმე მამაკაცი გაზის კომპანიის თანამშრომლის სახელით დადიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.
