ჭავძავაძის გამზირზე მუშა დაიღუპა
ჭავძავაძის გამზირზე მუშა დაიღუპა
14:00 15.09.2019
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა.

შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსთან მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მუშა ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყვა.

მაშველებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

მერიაში აცხადებენ, რომ შემთხვევა არ უკავშირდება ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, და ეს კერძო ტერიტორია იყო.

ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს გამოძიება.
ბეჭდვა