ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
18:11 13.09.2019
საბაჟო-გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ფ.ი.-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 17 954,53 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონით 186,14 გრამი) გამოავლინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ბეჭდვა