სოფელ ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებაზე ერგნეთში შეხვედრა იმართება
სოფელ ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებაზე ერგნეთში შეხვედრა იმართება
12:01 06.09.2019
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ტექნიკური შეხვედრა დღეს იმართება.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს შეეხება.

საზღვარზე, ჩორჩანასთან ქართულმა მხარემ საპოლიციო საგუშაგო ააგო, რასაც მოჰყვა საოკუპაციო ძალების მიერ ბლოკპოსტის დაშლის მოთხოვნა.
ბეჭდვა