თემქაზე გარდაცვლილი ქალი იპოვეს
თემქაზე გარდაცვლილი ქალი იპოვეს
14:11 05.09.2019
თემქაზე ხანძრის ჩასაქრობად მისულმა სამაშველო ჯგუფმა ადგილზე გარდაცვლილი ქალი იპოვა.

შსს-ს ცნობით, ქალს ჭრილობა თავში აქვს მიყენებული. როგორც ახლობლებმა განაცხადეს, ქალი სავარაუდოდ მოკლეს და შემდეგ სახლში ხანძარი გააჩინეს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
ბეჭდვა