საოკუპაციო რეჟიმი სოფელ წნელისთან საგუშაგოს აწყობს
11:06 05.09.2019
ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმი სოფელ წნელისთან საგუშაგოს აწყობს.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი განცხადებას "ფეისბუქ" გვერდზე აქვეყნებს.
მიზეზად „ქართული მხარის მხრიდან პროვოკაციების აღკვეთა“ დაასახელა.