თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე მაღაზია გაქურდეს
თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე მაღაზია გაქურდეს
12:27 18.08.2019
თბილისში, ტაშკენტის 10 ნომერში, ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს. დანაშაული მაღაზიაში დაყენებულმა ვიდეოკამერებმა დააფიქსირა.

მაღაზიაში უცნობი პირები დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

როგორც მაღაზიის მეპატრონემ აღნიშნა, წაღებულია ტანსაცმელი, სუნამოები, სათვალეები. თანხის რაოდენობა კი ჯერ უცნობია. ასევე უცნობია მთლიანი ზარალის ოდენობა.

შსს-ს თქმით, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაიდინეს დანაშაული.
ბეჭდვა