ნარკოდანაშაულის შემცირებასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი არასანდოს უწოდებს.
ამის შესახებ "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენელმა "ნიუსპრესთან" საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ უბრალო მოკვდავებს სტატისტიკასთან ხელი არ მიგვიწვდება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ პატიმართა რაოდენობა ქვეყანაში იზრდება, ხელისუფლება კი გვეუბნება, რომ დანაშაული მცირდება, ეს ყველაფერი ლოგიკაში არ ჯდება. აქედან გამომდინარე სანდოობის ხარიხსი ამ ინფომაციისადმი ძალიან დაბალია,"- აღნიშნა ნიკოლაოშვილმა.
გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ნარკოდანაშაულთა რაოდენობა საქართველოში 2010 წელთან შარშან 32%-ით შემცირდა.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. "მძიმე ნარკოტიკული საშუალებების" შავ ბაზარზე უკანონო ბრუნვაც შემცირებულია, თუმცა, გაიზარდა ისეთი ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური საშუალებების უკანონო მოხმარება, რომელთა ხელმისაწვდომობა უკანონო იმპორტზე არ არის დამოკიდებული. შემცირდა ასევე ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ახალგაზრდა ასაკის პირთა რიცხვიც.
