ნიკა გვარამიასათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ნიკა გვარამიასათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
16:49 10.08.2019

ნიკა გვარამიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგლომლობით

პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა.

სასამართლო საკითხზე დღეს იმსჯელებს. პროცესი 8 საათზეა ჩანიშნული.

ჯერჯერობით უცნობია, აღკვეთის რა ფორმას მოითხოვს პროკურატურა.

გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს
გირაოს შეუფარდებენ.

შეგახსენებთ, პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



 

ბეჭდვა